რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, შემდეგ უარი თქვეს, შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტი უარყვეს და მერე აქეთ იხვეწებოდნენ, ხელს მოვაწერთო, აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მათ შემდეგ სიები ჩახსნეს, ახლა აღდგენას იხვეწებიან და ამბობენ, პარლამენტში გვინდაო.
"ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღონ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რომ გაიღვიძა და საარჩევნო სიების აღდგენა ისევ უნდა, ამის გამო კანონს ვერ შევცვლით. ეს მათი დაუგეგმავი პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა იარაკლი ზარქუამ.