საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვევა.
მინისტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს პირადად მიულოცავს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და საჩუქრებს გადასცემს.
დიმიტრი შაშკინთან ერთად მოსწავლეებს მსახიობი დუტა სხირტლაძე და პოპულარული გადაცემის ,,ვანოს შოუს'' წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ესტუმრებიან.
სტუმრებს ბავშვები თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს დაათვალიერებინებენ და რამდენიმე საკონცერტო ნომერს წარუდგენენ.
შეხვედრა დღეს, 23 ნოემბერს, 11 საათზე, გაიმართება. (მისამართი: თბილისი, ქერჩის ქ. № 22 (პოლიციის აკადემიის მიმდებარე ტერიტორია).