რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ანექსირებული ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულა და სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მანევრებისთვის გადასროლილი სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.
"სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები, რომლებმაც ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბაზებზე ტაქტიკური წვრთნები დაასრულეს, სარკინიგზო გზით თავიანთ ბაზაზე ბრუნდებიან", - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ქვედანაყოფებმა უკვე გაიარეს ყირიმის ხიდი.
გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებმა წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კომპლექსი რუსეთის ჯარების ოპერატიული მომზადებისთვის. კერძოდ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე 2022",
გარდა ამისა, თავდაცვის უწყების განცხადებით, კვლავ მიმდინარეობს საზღვაო წვრთნების სერია გემების, წყალქვეშა ნავებისა და საზღვაო ავიაციის მონაწილეობით, მსოფლიოს ოკეანეების ოპერატიულად მნიშვნელოვან რაიონებში და რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე ზღვების წყლებში.
დასავლეთი რუსეთის განცხადების პასუხად ამბობს, რომ ჯერჯერობით უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ძალების გაყვანა არ ოფიციალურად არ დასტურდება.