რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებმა წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.
კონაშენკოვის თქმით, ძალები, რომლებიც დისლოკაციის ადგილისკენ გაემართებიან, წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს.
"სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა დავალების შესრულების შემდეგ უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში ჩასხდომა და დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ გადაადგილებას დაიწყებენ", - განაცხადა კონაშენკოვმა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კომპლექსი რუსეთის ჯარების ოპერატიული მომზადებისთვის. კერძოდ, ბელაურის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე 2022",
კონაშენკოვმა დასძინა, რომ საზღვაო წვრთნების სერია გემების, წყალქვეშა ნავებისა და საზღვაო ავიაციის მონაწილეობით მიმდინარეობს მსოფლიოს ოკეანეების ოპერატიულად მნიშვნელოვან რაიონებში და რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე ზღვების წყლებში.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წვრთნების დასრულების შემდეგ, ძალები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.