ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტს ჯონ მაქსველ ჰამილტონი ეწვევა.
პროფესორი თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემებზე საჯარო ლექციას გამართავს.
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ მაქსველ ჰამილტონი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტია.
პროვოსტის თანამდებობის დაკავებამდე, ჯონ მაქსველ ჰამილტონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სკოლას.
იგი გახლავთ მრავალი წიგნის და სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორის ერთ-ერთი - "ჩაეჭიდე პრესას", ნათარგმნია ქართულ ენაზე და ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოა საქართველოში.
შეხვედრა ამმერიკელ ჟურნალისტთან 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. (მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა).