გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის მიერ დონბასის (აღმოსავლეთ უკრაინის) დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება მინსკის შეთანხმება დარღვევა იქნება და გადაიქცევა პოლიტიკურ კატასტროფად.
"თუ ეს [სეპარატისტული რეგიონების აღიარება] რეალობად იქცევა, ეს იქნება მინსკის შეთანხმებების დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა", - თქვა ოლაფ შოლცმა კრემლში, პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
გერმანიის კანცლერი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის დუმის რეზოლუციას, რომლითაც რუსმა კანონმდებლებმა მოუწოდეს პუტინს, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რითაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ცნონ სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.