23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან 1-ლი კორპუსის მიმართულებით გაიმართება მარათონი სტუდენტების მონაწილეობით. აქცია "ანტინარკოტიკული კვირეულის" ფარგლებში ტარდება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით, პროექტ "ანტინარკოტიკული კვირეულის" პრეზენტაცია 16 ნოემბერს გაიმართა.
პროექტის მიზანია აქტიური პროპაგანდა გაუწიოს სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს სტუდენტებში ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.