საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ნუცუბიძის მეორე მიკრორაინში, ყოფილ 130 ბაგა-ბაღში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და პეტრე ჩეხებიას ოჯახში გაზის დანთებას დაესწრნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი ცხოვრობს, მათ საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონდათ, შეკეთდა სახურავი და წლის ბოლომდე თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველიც დაუმონტაჟდება.
5 თვის განმავლობაში საქართველოს მაშტაბით დასრულდება დევნილთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება.