მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეროვნული თანხმობის ფორმატში მიმდინარე შეხვედრებს შეეხებოდა.
მისი თქმით, სააკაშვილთან ვერც წარსულზე შეთანხმება მოხერხდება.
"ის ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] ჩვენც გვესაუბრა, მეც ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრის მონაწილე და განაცხადა, რომ გასული წლები სწორად უნდა შევაფასოთ, დასკვნები გამოვიტანოთ, მსგავსი საუბრები გვქონდა. თქვენ ამბობთ ეროვნულ თანხმობას და შერიგებას. მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით და ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს ისეთი განზრახვა ჰქონდეს, რაც საერთო გადაწყვეტის საკითხი იყოს. უფრო ზუსტად რომ განვმარტო, საერთო შეფასებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. თუ წარსულთან მიმართებაში ასეთი გადაკვეთის წერტილები იქნება კარგია, მაგრამ შერიგება და მსგავსი საკითხები არ ყოფილა", - აღნიშნავს მდინარაძე.