ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა.
ოთხი სამხედრო, რომელიც ავღანეთის "აისაფის" ოპერაციაში მონაწილეობისას დაშავდა, საქართველოში დაბრუნებამდე ჰელმანდის პროვინციიდან გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სულ მისიაში მონაწილეობისას ჰელმანდში მსახურობის პერიოდში 12 ქართველი სამხედრო დაშავდა, თითქმის ყველა მათგანი ამჟამად უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.