უახლოეს პერიოდში მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან.
„5 დღის წინ, როდესაც მკითხეთ ნათია თურნავასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი პასუხი, სადაც მე არ გამოვრიცხე ეს ყველაფერი. გაგეცით ზოგადი პასუხი, რადგან არ მინდოდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მესაუბრა. არც დავადასტურე და არც უარვყავი ეს ინფორმაცია. მაშინ გითხარით, რომ 200-300 შემთხვევიდან, რომელსაც ავრცელებთ, ერთი მართლდება ხოლმე და დაველოდოთ ეს ერთი გამართლდება თუ არა-თქო. ახლა გეუბნებით, რომ იმ 200-300-ში ერთი არ არის ის, რასაც მეკითხებით. ახლა კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.