უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს სახელწოდება შეეცვლება. აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა დააყენა.
წიკლაურის თქმით, კავკასიელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხია. აქედან გამომდინარე, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს უნდა აისახოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზედაც.
"შემოვდივართ ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სახელში ცვლილება შევიდეს და მას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ეწოდოს", - აღნიშნა წიკლაურმა.
აღნიშნული ინიციატივას პარლამენტი 24 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.