"ადამიანურად მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და შენ, მიშა, ახლა მუშაობდე ჩემს გამოყვანაზე", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
“ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ბევრი გამოწვევა გაქვს და აი, ამხელა მასშტაბის ადამიანი არის ტყვეობაში და მოლოდინი აქვთ ადამიანების ნაწილს რომ შენ იქცევი სპაიდერმენად და საათნახევარში, ეკა კვესიტაძის გადაცემის შემდეგ, დაგეგმო სპეცოპერაცია და გამოიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მირჩევნია რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და შენ მიშა ახლა მუშაობდე ჩემს გამოყვანაზე. მართლა ეგ მირჩევნია, ეგოისტი ვარ? ვიყო, - ამბობს მელია.