ჩემთვის ადამიანური, პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
"ჩემთვის ადამიანური, პოლიტიკური, მორალური და პრაგმატული ვალდებულებაა, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. არ ეწყინება არავის, თუკი ვიტყვი, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ყველაზე მეტად ვისაც უნდა, თუნდაც ყველაზე მეტად ეგოისტურად, ადამიანობა რომ გადავდოთ გვერდით, პოლიტიკურ-ეგოისტურად, მისი გათავისუფლება, ვარ მე და რატომ.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი, მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი არის პატიმრობაში, ტყვეობაში და თავისუფლდება მათ შორის შენი დიდი ძალისხმევის შედეგად, მეგობრებთან და საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად, ეს არის ჩემთვის არამარტო ადამიანური პატივი, პოლიტიკური პატივი", - ამბობს მელია.