რუსეთში ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჩავიდა. მაკრონს თან ახლავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.
კიევში ემანუელ მაკრონი შეხვედრას გამართავს თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პარალელურად მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და ჟან-ივ ლე დრიანი.
ბოლო 24 წლის განმავლობაში ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
მანამდე, მოსკოვში, ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელმაც 6 საათს გასტანა.
უახლოეს დღეებში, უკრაინას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ეწვევა.