რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე 1,5 ტონა თხილის გადატანის მცდელობა ჰქონდათ. ინფორმაციას ამის Dშესახებ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 4 ადამიანის დაკავება გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულები და ტვირთი რუსმა ოკუპანტებმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ჩააბარეს.
"აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის გარდა, რუსი მესაზღვრეები რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგანან", _ იუწყება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აფხაზური მხარე.