პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არასაპატიო გაცდენებია, ხოლო ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
კომიტეტის დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელეს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას მანდატების შეწყვეტის თაობაზე. კომიტეტმა ორივე შემთხვევაში მხარი დაუჭირა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.