5 თებერვალს, ავსტრიაში ძალაში შევიდა კანონი კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე პარლამენტმა დაამტკიცა, ხელი მოაწერეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა და კანცლერმა.
ახლადამოქმედებული კანონის თანახმად, პირი, რომელიც სამედიცინო მტკიცებულების გარეშე უარს იტყვის ვაქცინაციაზე, 600-დან 3600 ევრომდე დაჯარიმდება.
იუწყებიან, რომ 15 თებერვლისთვის ავსტრიის ყველა [აუცრელი] მცხოვრები მიიღებს მთავრობის გამაფრთხილებელ წერილს, სადაც მათ ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
15 მარტიდან სავალდებულო ვაქცინაციის პროცესი ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლდება. დარღვევისთვის დაწესებული იქნება ჯარიმა 600 ევროს ოდენობით, ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, შესაძლოა, 3 600 ევრომდე გაიზარდოს.
ვაქცინაციის ვალდებულება არ ექნებათ 18 წლამდე მოზარდებს, ორსულებს, პირებს, რომლებისთვისაც ვაქცინაცია, შესაძლოა, ჯანმრთელობის რისკებთან იყოს დაკავშირებული. ასევე გამონაკლისი დაიშვება კოვიდგადატანილებისთვისაც კორონავირუსზე დადებითი პასუხიდან 180 დღის განმავლობაში.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ამ კანონის მოწინააღმდეგ აღშფოთებული მოქალაქეები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს.
ავსტრიაში მოსახლეობის 75.5% სულად ვაქცინირებულია. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 855 587 შემთხვევა აღირიცხა. ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 14 103 პაციენტი.