რუსთავის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. ადვოკატები კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.
სასამართლო განხილვას ბრალდებული დავით კირკიტაძეც ესწრებოდა, რომელმაც პროცესს ფარსი უწოდა და პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.