რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. ენმ-ის წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.