"კორტების გადარჩენის კომიტეტი" დინამოს კორტების გადარჩენას მოითხოვს, _ ამის შესახებ კომიტეტიმა კორტებთან გართულ ბრიფინგზე განაცხადა.
'
როგორც ბტიფინგზე აღინიშნა, "კორტების გადარჩენის კომიტეტი"' ითხოვს, გადეცეს დინამოს კორტები, თბილისის მუნიციპალიტეტს, მან შეინახოს და გადაარჩინოს 70 წლიანი ისტორიის მქონე ეს უნიკალური ბაღი.
"კორტების გადარჩენის კომიტეტის" მთავარი მიზანია, ხალხის ძალით მოხდეს უნიკალური და ისტორიული ადგილების შენარჩუნება",-განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა და კომიტეტის თავჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, "კორტების გადარჩენის კომიტეტი" ორი კვირაა, რაც შეიქმნა, კერძოდ კი მაშინ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, კორტების ადგილზე საჯარო რეესტრის შენობის აშენების შესახებ.
კომიტეტის მიზანია, ქალაქს შეუნარჩუნდეს იერსახე, ისეთ ისტორიულ ადგილას, როგორიც დინამოს კორტებია.
"კორტების გადარჩენის კომიტეტის" გადაწყვეტილებით შაბათს, 20 ნოემბერს, 2 საათზე, მაშსტაბური აქციის გამართვა იგეგმება.