თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ. ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა. შედეგად ავტობუსის 5 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ე.წ. მიხაილოვის და ჟვანიას სახელობის კლინიკებში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გზაზე მიმავალი მსუბქი ავტომანქანის მძღოლმა გამოიწვია, რომელმაც ავტობუსსს გზა გადაუჭრა, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.