რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების ფონზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, სადაც მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ბორის ჯონსონმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სანქციების ამოქმედებას დაჰპირდა.
ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინის ცდილობს, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი. ამ კონტექსტში ჯონსონმა საქართველოც ახსენა.
"პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა და შექმნას ახალი მსოფლიო წესრიგი. ვფიქრობ, მხოლოდ უკრაინა არ არის ის, რომლის დაბრუნებასაც ესწრაფვის რუსეთი თავის გავლენის სფეროში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე და სხვა ქვეყნებზეც", - თქვა ჯონსონმა.