მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას, წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი განმარტებით, რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - "მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!
რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.
ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!
ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!", წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია გახდა.