ჩვენ, დიდი ალბათობით, კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ, - აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
"ჩვენ შეფასებას თუ ვინმე არ ენდობა, ამოიღოს ნებისმიერი საერთაშორისო, IRI იქნება, NDI თუ სხვა ან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების ადმინისტრირება ჩაატარა ძალიან კარგად და იყო ძალიან ორგანიზებული არჩევნები, მაშინ ცესკო- ს ხელმძღვანელობდა გიორგი კალანდარიშვილი და შესაბამისად, მის აქტივშია ეს ჩატარებული არჩევნები. ამიტომ მხარს ვუჭერთ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე მაინც გვქონდა საუბარი, რომ უფრო ადეკვატური უნდა გახდეს ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა, ეს ცესკო- ს პირდაპირ არ ეხება და პარტიების რეგისტრაციის საკითხი იქნება თუ სიების წარდგენა, უფრო პატიოსანი უნდა გახდეს.
ჩვენ ვიცით, რომ სიების წარდგენისას თავს ვიტყუებთ და ნათესავებს ვსვამთ ხოლმე, რომ სია იყოს სრული, ამაზე ვესაუბრებოდით კალანდარიშვილს და პირობა გვაქვს, რომ საერთაშოროსო კანონმდებლობას ჩახედავს და ადეკვატურს გავხდით,"- განაცხადა ელისაშვილმა.