პორტუგალიის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ (PS), რომელსაც 60 წლის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა ხელმძღვანელობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
წინასწარი შედეგების თანახმად, რომელიც ბიულეტენების 99%-ს ეყრდნობა, სოციალისტებმა პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეაში 230 მანდატიდან სულ მცირე 117 მანდატი მოიპოვეს.
ბოლო მონაცემებით, კოსტას პარტიას ამომრჩეველთა 41,7 პროცენტმა მისცა ხმა.
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, სოციალისტების უმრავლესობით გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინასააარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერა საგრძნობლად იყო შემცირებული.
ყველაზე დიდი ოპოზიციურმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატიული პარტია (PSD) - მიიღო ხმების 29,3 პროცენტს. მემარჯვენე პარტია "ჩეგა" ("კმარა!“) მესამე ადგილზე გავიდა ხმების 7,15%-ით.
ვადამდელი არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ გასული წლის ნოემბერში დანიშნა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარყო მთავრობის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი.