ორშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირების გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა გაიმართება.
უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით შეერთებული შტატები გამოვიდა.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ლინდა თომას- გრინფილდის განცხადებით, სხდომის მთავარი განხილვის საკითხი იქნება რუსეთის მუქარის შემცველი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსული ჯარების გაგზავნა უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში.
"100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კონცენტრირებულია უკრაინის საზღვართან და რუსეთი ჩართულია სხვადასხვა დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და ძირს უთხრის გაეროს წესდებას", - თქვა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას- გრინფილდმა.
ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს თავგამოდებულ დიპლომატიურ ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს თუ რა საფრთხეს უქადის საერთაშორისო წესრიგს რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა.
რუსეთს, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი, შეუძლია დაბლოკოს საბჭოში წარდგენილი ნებისმიერი რეზოლუცია ვეტოს უფლებით.