საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხსაც შეეხო.
შეხვედრაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, შეცვლიდა თუ არა თავის გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.
"მე მგონი, უკვე დაინახა საზოგადოებამ რომ როცა მე ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა დეპოლარიზაციის მიმართ ნაბიჯი გადამედგა რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, გარდა ჩემი მორალური და პოლიტიკური ხედვებისა, და იცით ჩემი პოლიტიკური წარსული და ახლა ამას ვერ წაშლის ადამიანი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი და საბაბი და არა დეპოლარიზაციის. ვინმე თუ ამაში გადამარწმუნებს, მაგრამ არა მგონია და თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთ ნაბიჯი და მე არაფერს არ გავაკეთებ, რაც პოლარიზაციისკენ დამატებით წაიყვანს ამ ქვეყანას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს არასდროს.