საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მოლაპარაკების დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმული მოსაზრება გაიხსენა.
"უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ჩემი პოზიცია არის ცნობილი. მინდა, აქ გავახსენო ბატონ ლავროვს, როცა ჩვენ თავის დროზე გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, რომ თავისი სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირეები და თავისი ალიანსები. ეს მე მგონი, ძალიან კარგი საწყისი არის და მე მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისას რამდენჯერმე შეხვდა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს.