"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ახალ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ რეალური ცვლილებების მისაღწევად სწორად უნდა გაიაზრონ რა სურს ხალხს.
მელას თქმით, თითქმის მთლიანად შესაცვლელია სტრატეგიული კომუნიკაცია.
თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით - ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია..
პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონტსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ.
ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი.." - წერს ნიკა მელია