საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ შეესწრებიან პოლიციელების უკანონო ქმედებებს, გადაიღონ და ტელევიზიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მიაწოდონ.
"მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.