შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს, - აცხადებს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი ივანე ჩხაიძე.
მისი განმარტებით, ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანების დამატებით მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად.
„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.