უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით, ხორვატიის ელჩი ანიცა ჯამიჩი დაიბარეს.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩს გააცნეს კიევის პოზიცია, რომ ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.
"პრეზიდენტ მილანოვიჩის განცხადება ღირსების რევოლუციის მოვლენებთან დაკავშირებით შეურაცხყოფს უკრაინელებისა და უცხოელების ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე გაიღეს უკრაინის ევროპული მომავლისათვი", - ნათქვამია უწყების კომენტარში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინის ნატო-ს წვერობის შესახებ და რუსეთის აგრესიის ფონზე მას უადგილოს უწოდებს. უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადება საერთო საკაცობრიო ღირებულებების დისონანს ახდენს, იმ დროს როცა ხორვატ ხალხს ომების მწარე გამოცდილება აქვს.
"ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აღმოუჩინა, უმადურობას ავლენს ასევე გასულ წლებში გამანდგურებელ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატ ხალხზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა", - აღნიშნავენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია,რომ ზორან მილანოვიჩის განცხადება იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივებს, არ პასუხობს ხორვატიის თანმიმდევრულ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასვე ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანობას ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხის პირობებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადების საჯაროდ უარყოფას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.