გაერთიანებული სამეფოს საგარეო საკითხთა მდივანი ლიზ ტრასი მომავალ უკრაინას ეწვევა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ტრასმა თემთა პალატაში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
"მომავალ კვირას ვეწვევი უკრაინას", - თქვა ტრასმა. მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიზ ტრასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მორიგი შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა.
"რუსეთის შემდგომი სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა და სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის კოორდინირებული სანქციებით", - თქვა ტრასმა.
ამასთან, საგარეო საკითხთა მდივნის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მისიით ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნა მოსალოდნელი არ არის.
მისივე თქმით, ბრიტანეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ უკრაინას დაეხმაროს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც გამოიხატება თავდაცვითი იარაღის მიწოდებასა და წვრთნებში.
გასულ კვირას, გავრცელდა ცნობა, რომ ლიზ ტრასი მოსკოვში ვიზიტსაც გეგმავს.
ლიზ ტრასმა საგარეო საქმეთა მდივნად დანიშვნის შემდეგ, არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა კრემლის მისამართით, ის უკრაინის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს, თავი შეიკავოს შემდგომი აგრესიისგან.