რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი განმარტებით, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმში გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების, - ასე შეაფასა სკოლებში არსებული ეპიდვითარება
"სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მაქსიმალურად გამოხატავს მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია, ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. ჯერჯერობით გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახდინეს ადაპტირება, რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით", - განაცხადა გაბუნიამ.