ყველა კრიზისი არის დასრულებული, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები, რომლებიც ქვეყანაში იყო შექმნილი, - ამბობს “იმედთან” პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე.
“დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელ გუნდში. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის.
ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები. ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო და შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი”, - თქვა ღარიბაშვილმა.