იყო ხელოვნური კრიზისები, მოგონილი ამბები, ფეიკნიუსები, მეორე მხრიდან ბუკეტი იყო ნეგატიური, მოგონილი ამბებისა და დღის წესრიგების, მაგრამ გავუძელით, გადავიარეთ, გავიმარჯვეთ და ქვეყანა განვითარებას აგრძელებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა, რომელმაც განვლილი ერთი წელი შეაფასა.
„მართლაც, იყო ხელოვნური კრიზისები, მოგონილი ამბები, ფეიკნიუსები, მეორე მხრიდან ბუკეტი იყო ნეგატიური, მოგონილი ამბებისა და დღის წესრიგების. თუმცა, გავუძელით, გადავიარეთ, გავიმარჯვეთ და ქვეყანა განვითარებას აგრძელებს. ამ ნეგატიურ კომპლექსს დაუპირისპირდა პოზიტიური კომპლექსი კონკრეტული ხელმძღვანელის თვისებებიდან, გუნდის ერთიანობიდან გამომდინარე და ამას საბოლოო ჯამში, წარმატება მოჰყვა“, - დასძინა მდინარაძემ.