სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkraine, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც შეუერთდა.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველო უკრაინის გვერდი დგას.
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერის" პირად გვერდზე.