ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევროპაში შექმნილი ვითარების გამო, ტალინმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კალასმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროპაში არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ესტონეთი უახლოეს წლებში დამატებით 380 მილიონ ევროს გამოყოფს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დამატებით სახსრები შეავსებს თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 2021 წლის მშპ-ის 2.3%", - განაცხადა კალასმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დამატებითი სახსრები გაზრდის ესტონეთის თავდაცვის ძალების უნარს, სწრაფად მოახდინონ გამოწვევებზე რეაგირება. ამასთან, დამატებითი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება საჭირო რესურსების, მათ შორის საბრძოლო მასალის შეძენას.
კალასის განცხადებით, რუსული საფრთხის ფონზე, ნატომ უნდა შეინარჩუნოს მკაფიო მიდგომა რუსეთთან მიმართებაში და განაგრძოს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა.