ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, როგორც ირანული მედია იუწყება, "ისტორიული ვიზიტით" იმყოფება რუსეთში.
ამ ვიზიტის ფარგლებში ებრაჰიმ რაისი უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შეხვედრის შემდეგ ირანის პრეზიდენტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოვიდა, სადაც გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის კრიტიკას და ნატო-ს დაშლის "წინასწარმეტყველებას" დაუთმო.
ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ნატო იჭრება დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
"ემუქრება მათ დამოუკიდებლობას, ძალდატანებით ავრცელებს დასავლურ მოდელს", - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.
"ნატო იჭრება სხვა ქვეყნების გეოგრაფიულ სივრცეში სხვადასხვა საბაბით და საფრთხეს სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას. დამოუკიდებელ დემოკრატიების, ერების, კულტურის, ხალხთა ტრადიციების მიმართ დაპირისპირება ნატო-ს დღის წესრიგშია. ასეთი ქმედებები საბოლოოდ მის დაშლას გამოიწვევს", - თქვა რაისმა.
შეგახსენებთ, 2017 წლის შემდეგ, რუსეთის ირანის პრეზიდენტი პირველად ეწვია. მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ირანმა რუსეთის 20-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი წარუდგინა.