მახაჩკალაში უცნობმა პირებმა მილიციის საგუშაგო ნაღმმტყორცნიდან დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ძლიერი დაცხრილვის მიუხედავად მსხვერპლი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები რომლებმაც მილიციის საგუშაგო დაცხრილეს ტყის მასივში მიიმალნენ. საძიებო სამუშაოების ჩატარების შემდეგ სამართალდამცავებმა ტყეში ნაღმმტყორცნი და მასზე დამაგრებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მობილურ მოწყობილობას დარეკვის შემთხვევაში ნაღმმტყორცნი მოქმედებაში მოჰყავდა. ამჟამად დამნაშავეების ძებნა კვლავ მიმდინარეობს.