იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია, მათ შორის "ომიკრონიც" საშიშროებას წარმოადგენს:
"ზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ - მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად - ესაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულის პრობლემა, და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.