სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ეთერში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელის გასაჯაროებასაც ადვოკატები ითხოვენ:
"მიუხედავად იმისა, რომ იგი დაზარალებულად ცნობილი არ არის, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადვოკატებთან. ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გამოძიებისთვის არის საინტერესო, საგამოძიებო ორგანოს მიერ არის გამოთხოვილი პენიტენციური დაწესებულებიდან. დეკემბრის თვეში ამ ჩანაწერებზე დანიშნულია ექსპერტიზა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის წყვეტა, ხომ არ არის დამონტაჟებული და ა. შ. ამ ეტაპზე ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, საზოგადოებას აინტერესებს ობიექტური ინფორმაცია", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. კიდევ რამდენიმე მოთხოვნა იყო დაყენებული. დანიშნულია ასევე სამედიცინო ექსპერტიზა, დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლებშიც ისინი ითხოვენ დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას.
"სამწუხაროდ ექსპერტიზების დროულად ჩატარება არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ სამოხელეო დანაშაულების გამოძიების დროს ვაწყდებოდით. უფრო მეტსაც გეტყვით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მაგალითად ჩვენ 2019 წელს გვაქვს ზოგზე დანიშნული - დღემდე პასუხები მიღებული არ გვაქვს. ეს არის საკანონდებლო პრობლემაც და ეს არის პრაქტიკული პრობლემაც. აი ამაზე მინდოდა მე პარლამენტში მესაუბრა. ყველა ითხოვს გამოძიების შედეგებს, მაგრამ ამ პროცესში რა დაბრკოლებები იყო ეს არავინ არ გაიარა.
რაც შეეხება გასაჯაროებას, გასაჯაროებისას რამდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. პირველი, დღესაც იყო ხაზგასმული, რომ ის კადრები დამონტაჟებული იყო, ანუ ამაზე ეჭვი იყო გამოთქმული. თუ ჩვენ საზოგადოებას რაღაცას მივაწოდებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს რა არის და რა კადრებია - სრულყოფილია, ნაწილია და ა.შ. ამიტომ, გასაჯაროებამდე ძალიან მნიშვნელოვანია ხელში გეჭიროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას გაწვდის. ამ დასკვნის შემდგომ ერთია რომ გვექნება პროცესის მონაწილის თანხმობა, თუმცა აქ აუცილებლად მხედველობაში მიიღება ასევე გამოძიების ინტერესებიც. ამიტომ, ამ ორი რაღაცის კომბინაციით ხდება ამ ყველაფრის გამოქვეყნება.
მე ძალიან ბევრი წელი მიმუშავია საგამოძიებო უწყებაში და მე ზოგადად არ მიყვარს მასალების გააჯაროება შუაში ან მაშინ, როდესაც ამან შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას საბოლოო შედეგს. საზოგადოებას განასჯევინო ის, რაზეც ჯერ შენც საგამოძიებო უწყებას პასუხი არ გაქვს და შეფასებული არ არის - ძალიან რთულია ხოლმე, შემდგომ გადაწყვეტილების მისაღებად.
თუმცა, თუ ეს გამოძიება მივა იმ კონდიციამდე, და ამზე ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ მინიმუმ შუალედური დასკვნის გაცემა, ისეთის რომელსაც ობიექტური გარემოებების ასახვა შეეძლება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულელებზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ.
მე პირველ რიგში ვარ სახელმწიფო ინსპექტორი, პირველ რიგში მე წარმოვადგენ ამ სამსახურის ინტერესებს და პირველ რიგში ამ საქმის ინტერესი არ უნდა დაზიანდეს.
გარწმუნებთ, ამ სამსახურის ინტერესშიც და ჩემს ინტერესშიც არის ის რომ საზოგადოების წინაშე ბოლომდე ჩვენ დავრჩეთ ანგარიშვალდებულნი და არასდროს ჩვენ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი არის აქ გამოძიების ინტერესები. მათ შორის, გამოძიების ინტერესი არ არის მხოლოდ სამსახურის ინტერესი, მათ შორის მთავარი მოქმედი პირი აქ არის მსხვერპლი, სავარაუდო მსხვერპლი, დაზარალებული, სავარაუდო დაზარალებული. ამიტომ, მისი ინტერესებიდან გამოვალთ აუცილებლად გადაწყვეტილების მიღების დროს - მივიღებთ თუ არ მივიღებთ ამის გასაჯაროების გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.