ნორვეგიის სკიენის საპატიმროში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც განიხილავს 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდრეის ბრეივიკის ვადამდე გათავისუფლების საკითხს.
ბრეივიკმა 11 წლის წინ კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა, ოსლოში აფეთქების შედეგად კი 8 ადამიანი იმსხვერპლა.
ბრეივიკის შუამდგომლობას ვადამდე გათავისუფლების შესახემ ტელემარკის საოლქო სასამართლო განიხილავს.
სასამართლო პროცესის დაწყებისას ბრეივიკი ნაცისტური ჟესტით მიესალმა დარბაზში მსხდომთ. ხელში ეჭირა ქაღალდი წარწერით "შეაჩერეთ გენოციდი თეთრი ერების წინააღდეგ".
მოსამართლეს მან თავი წარუდგინა, როგორც ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი.
პროცესს მაქსიმუმ ოთხი დღე დასჭირდება. სასამართლოს დაწყებამდე ნორვეგიის პროკურატურის სპიკერმა განაცხადა, რომ უწყება ბრეივიკს კვლავ საშიშ დამნაშავედ მიიჩნევს და მისი გათავისუფლება შეცდომა იქნება.
ვადამდე გათავისუფლება ბრეივიკმა გასულ წელსაც მოითხოვა, თუმცა მისი შუამდგომლობა უარყოფილ იქნა.
ბრეივიკი რეგულარულად ითხოვს ვადამდე გათაივუსლებას. ის წარსულში გამუდმებით იყენებდა სასამართლო მოსმენებს, რომლებიც, როგორც წესი, ფართოდ შუქდება მედიით, ულტრამემარჯვენე იდეების გასავრცელებლად.
2016 წელს ბრეივიკი იუწყებოდა, რომ საპატიმროში არაადამიანურ პირობებში, მაგრამ სასამართლომ მისი საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია. 2017 წელს მან მსგავსი შინაარსის სარჩელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ ბრეივიკის პატიმრობის პირობები ჰუმანურად ცნო.
ანდრეს ბრეივიკმა 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი განახორციელა, რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა. 69 ადამიანი მან კუნძულზე მოკლა, 8 კი ოსლოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
კუნძულ ოტოიაზე განხორციელებულ ტერაქტს ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა.
ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იმ დაშვებით, რომ ვადა შესაძლოა განუსაზღვრელად გაგრძელდეს.