არანაირი რევიზია, არანაირი გადახედვა პოზიციების, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია და რიტორიკა იყო ძალიან მწვავე და ხშირ შემთხვევაში მიუღებელი, რაც მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს თემები, რომელიც იყო წამოწეული იმ ცნობილ ორ დოკუმენტში, არ ექვემდებარება სერიოზულ განხილვას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან დისკუსიის შემდეგ.
მინისტრის თქმით, ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა.
"იყო ძალიან საგნობრივი, დეტალური საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის საქმიანობის შესახებ. ვისაუბრეთ რეგიონში არსებული სიტუაციაზე და იმ მოლოდინზე, რაც გვაქვს უახლოეს პერიოდში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან პოზიტიურია, რომ კიდევ ერთხელ, გაჟღერდა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი, არაფერი იცვლება მათ მიდგომებში საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არანაირი რევიზია, არანაირი გადახედვა პოზიციების, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია და რიტორიკა იყო ძალიან მწვავე და ხშირ შემთხვევაში მიუღებელი, რაც მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს თემები, რომელიც იყო წამოწეული იმ ცნობილ ორ დოკუმენტში, არ ექვემდებარება სერიოზულ განხილვას. ჩვენი ნატოელი პარტნიორები კვლავინდებურად მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება, არავის აქვს უფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი განიხილოს საკუთარი გავლენის სფეროდ და რომ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსი, ეს არის ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ასევე არ გადაიხედება და ასევე წარმოადგენს წითელ ხაზს ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რომელიც მე მოვისმინე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც საჭიროა საქართველომაც, ჩვენმა ქვეყანამ იცოდეს ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია, ჩვენ ერთობლივად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ უახლოეს პერსპექტივაში იმისთვის, რომ ის მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით არ დაზარალდეს. არათუ არ დაზარალდეს, არამედ პირიქით, გაძლიერდეს და ეს სიტუაციაც, კრიზისული სიტუაციაც გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და წავიდეთ წინ, რომ საქართველომ მიაღწიოს საბოლოო მიზანს, ნატო-ში გაწევრიანებას", - განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი, ნატო-ს მიწვევით, ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდება ალიანსის გენერალურ მდივან ისენს სტოლტენბერგს.