საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 14 იანვარს უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. მოგვიანებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის უკან ბელარუსმა ჰაკერები დგანან.