",საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მყარად იყო დაფიქსირებული პოზიცია რომ მიუხედავად ვეტოსა, მიუხედავად არგუმენტაციისა ისინი შეეგებებოდნენ ამ ვეტოს და დაძლევდნენ, ამის ბერკეტები ნამდვილად აქვს საქართველოს პარლამენტს, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან, ეს ნაბიჯი- ვეტოს გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისათვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის, ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის ამ ქვეყანაში და ვფიქრობ რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ დაფიქრების საშუალებას მისცემდა და ეს იქნებოდა მესიჯი რომ ასეთი კანონის მიღებას პრეზიდენტი შეუქმნიდა პრობლემას", - ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
ლონდა თოლორაიას თქმით, იმ ფონზე როდესაც კანონი მიღებული იქნა დაჩქარებული წესით,მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა და ვერ დასაბუთდა პარლამენტის მხრიდან, იმ ფონზე როდესაც გაუქმდა არჩევითი თანამდებობა რაც პრაქტიკულად ნონსენია სამართლებრივი და ამაზე არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც არაკონსტიტუციურად იქნა ეს მიჩნეული, იმ ფონზე როდესაც ეგრეთ წოდებული რეფორმის შემდგომ საქართველოში არ უმჯობესდება არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და არც ამ ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს, იმ ფონზე როდესაც ამას მოყვა ძალიან მწვავე კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით ისევე ფარგლებს გარეთ, რა თქმა უნდა არსებობდა ლოგიკური მოლოდინი რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა.
"სამსახურის გაუქმება - ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი ყველაფრისთვის და ყველასთვის. ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის და პარლამენტის წევრებიც არჩევითი თანამდებობის პირები არიან, ანუ ჩვენ ამით ამ ხალხს ვეუბნებით: მიუხედავად იმისა, რომ შენ განგესაზღვრა 3 წელი, 5 წელი თუ 6 წელი თანამდებობაზე ყოფნისათვის, ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტს არ მოეწონება შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ადგება და გაგათავისუფლებს თანამდებობიდან, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი საჯარო მოხელეებისთვის , რომელსაც ეუბნებიან ამ გადაწყვეტილებით რომ შენ კეთილსინდისიერი მუშაობით შეგექმნება პრობლემა და თუ იმოქმედებ ჩემს მიერ მიღებული კანონების საფუძველზე და ამ კანონებს დაიცავ ზედმიწევნით, (პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ვიცავდით ჩვენ ზედმიწევნით)შეგექმნება პრობლემა და შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდე ზუსტად კეთილსინდისიერების გამო ქუჩაში ეს არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტისათვის . ფაქტიურად ეუბნები დამოუკიდებელ ინსტიტუტებს რომ დამოუკიდებლები მხოლოდ ფურცელზე ხართ, რეალურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი ქვეყნისთვის რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე დაწესებულებამ, რომელმაც ადამიანის უფლებები დაიცვა, ამისთვის მას მიეზღო სამაგიერო, რა თქმა უნდა ეს აისახება ყველას მუშაობაზე", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ეს არ არის რეფორმა რომელიც მიზნად ისახავს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას ან სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლებას.
,,დღეს გამოქვეყნდა ძალიან კრიტიკული ანგარიში Human Rights Watches -ის , რომელმაც თქვა რომ სამოხელეო დანაშაულების გამოძიების მიმართულებით, არის გამოწვევები. დიახ, მე როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ამას ვამბობდი ყოველთვის. ის რომ გამოწვევები იყო, ამაზე მე პირადად ორი ანგარიში წარვადგინე პარლამენტში და მეორე იყო უფრო სრულყოფილი, რადგან ეს იყო ერთწლიანი მუშაობის შედეგი, პირველი წელი იყო როცა ამ კუთხით ამ სამსახურმა იმუშავა და არაერთ კრიტიკულ გამოწვევაზე იყო იქ გამახვილებული ყურადღება როგორც საკანონდებლო, ისევე პრაქტიკულზე , მათ შორის უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალ ხარისხზე, ეს ანგარიში საქართველოს პარლამენტმა არ მოისმინა.“- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.