საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მან საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიიღო, მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ამ დაავადების საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია.
"სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში შეუძლებელია. ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს ჩამოსვლას და უკვე მეოთხე კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.