"ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში "დელტა" შტამს დაახლოებით 80%-ით ახალი მუტირებული შტამი ჩაანაცვლებს.
სიტუაციიდან გამოსავალს ექიმები ვაქცინაციის გააქტიურებაში და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სპეციალისტები თვლიან, რომ აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მოსალოდნელი რთული ეპიდსიტუაციის სამართავად.
"ქვეყანაში არის ომიკრონი, რომელიც საკმაოდ ვრცელდება და სამწუხაროდ, მოსალოდნელია, ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესება. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი, რომელიც აქტიურად უნდა წავიდეს, ასევე რეკომენდაციების დაცვა და სახელმწიფოს მხრიდან არსებული რეგულაციების აღსრულება. მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი უფრო აქტიურად მოემზადოს იმისთვის, რომ საკმაოდ რთული ზამთრის თვეების გადატანა მოგვიწევს”, - ამბობს ეპიდემიოლოგი, ალექსანდრე გოგინავა.