ნატო უარს არ იტყვის ღია კარის პოლიტიკაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა ჟურნალისტებს ნატო-რუსეთის საბჭოს შემდეგ განუცხადა.
"შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა ნათლად განუცხადეს რუსეთის წარმომადგენლებს, რომ ალიანსი უარს არ იტყვის ღია კარის პოლიტიკაზე", - თქვა ვენდი შერმანმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნატო შექმილი თავისი წევრების დასაცავად" და დასძინა, "ალიანსი არ ეძებს კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის".
ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში დასრულდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელიც 2019 წლის შემდეგ არ გამართულა. რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობდა. რუსეთს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.